დღეს მიხეილ სააკაშვილმა პოსტი დადო, სადაც ადანაშაულებს გვარამიას, რომ ბიძინა ივანიშვილის ფულით ატარებდა წინა არჩევნებს და წარმოიდგინეთ, რომ არავინ ამას არ იმჩნევს. ეს ყველამ იცოდა, ცნობილი ფაქტია, რადგან თუ 40 მილიონი შეგიძლია იშოვო, მაშინ რა რუსული რეჟიმი და დიქტატურა? თუ შეგიძლია ბიძინას წინააღმდეგ 40 მილიონი იშოვო და დაახარჯო ბრძოლას, მაშინ არც ისე დიქტატურა ყოფილა, ხომ? [...] როდესაც ნაციონალური მოძრაობა იშლებოდა, ცხადია, მაშინ, დარწმუნებული ვარ, ქართულ ოცნებას თავისი წვლილი ჰქონდა, ყველა პროცესში, იქნებოდა ეს პალიკო კუბლაშვილი, თუ ზურა ჯაფარიძე. მაგრამ ეს ხომ დისკუსიის საგანი უნდა იყოს, ნუთუ არ აინტერესებთ ნაციონალური მოძრაობის მხარდამჭერებს, რომ დისკუსია გაიხსნას. რა დროს გაერთიანებაა თუ შენივე პარტნიორს ეძახი მოსყიდულს.
tbl.ge/7cxo
დაკოპირდა

თქვა პარტია გირჩის ლიდერმა, ალექსანდრე რაქვიაშვილმა რუსთავი 2-ის ეთერში.
სოციალურ ქსელში გამოქვეყნებულ წერილში ექსპრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი წერს, გილაურმა ფული ჩადო 2024 წლის საარჩევნო კამპანიაში, შემდეგ აორთქლდა, მთავარი არხი კი დაიხურა.
ალექსანდრე რაქვიაშვილიპარტია გირჩიმიხეილ სააკაშვილინიკა გვარამიაპარტია ახალინიკა გილაურიარჩევნები 2024ბიძინა ივანიშვილი




