მე მინდა შეგახსენოთ, რომ 2022-2024 წლები იყო გამორჩეულად მძიმე და რთული ჩვენი ქვეყნისთვის, იყო უსამართლობა, იყო უხეში ზეწოლა, უხეში ქმედებები ჩვენი ქვეყნის მიმართ, იყო პირდაპირი მოწოდებები და მოთხოვნები ომში ჩართვასთან დაკავშირებით, ძალიან რთული სამი წელი გამოიარა ჩვენმა ქვეყანამ.
და ასეთ ვითარებაში, როდესაც იყო უამრავი მიმართულებით ფრონტი გაშლილი, საბედნიეროდ, არა საომარი ფრონტი, არამედ ფრონტი, რომელიც ასევე უკავშირდებოდა ჩვენი ქვეყნის ეროვნული ინტერესების დაცვას, ასეთი მძიმე ვითარების პირობებში, როგორც ჩანს, კონკრეტულმა ადამიანებმა, კიდევ ერთხელ გვარებს არ ვასახელებ, კონკრეტულმა ადამიანებმა როგორც ჩანს, გადაწყვიტეს საკუთარი სარგებლის მიღება, რაც ვფიქრობ, გუნდის ღალატს რომ თავი დავანებოთ, პირველ რიგში, ეს ქვეყნის ღალატია, ხო? როდესაც ქვეყანა ასეთ მდგომარეობაშია, როდესაც არის ამხელა ზეწოლა, ამხელა წნეხი, ამხელა უსამართლობა, რევოლუციის ორგანიზების რამდენიმე მცდელობა, ასეთ პირობებში ადამიანი როცა ფიქრობს ხელის მოთბობაზე, ეს არის პრინციპულად არასწორი, არ მინდა, უფრო უხეში შეფასება.
რაც შეეხება ჩვენს მიდგომას - უკვე 2023 წლის დეკემბერში, როდესაც გარკვეული ინფორმაციები შეიძლება იყო უკვე ცნობილი ჩვენთვის, ბატონი ბიძინა ივანიშვილი დაბრუნდა პოლიტიკაში და გააკეთა კონკრეტული განცხადებები, მას ჰქონდა კონკრეტული მინიშნებები. ერთ-ერთი უმთავრესი მინიშნება უკავშირდებოდა სწორედ კორუფციას. ეს იყო 2023 წლის დეკემბერი, 2024 წელი იყო ურთულესი სხვადასხვა მიმართულებით, იყო უმძიმესი ზეწოლა, იყო საარჩევნო წელი, სერიოზული პრობლემები იყო ქვეყნის წინაშე პოლიტიკური თვალსაზრისით და ასეთ პირობებში გაგვიჭირდა კონკრეტული ნაბიჯების გადადგმა.
თუმცა, დღეს უკვე ყველაფერი არის წესრიგში, ჩატარებულია საპარლამენტო არჩევნები, ქვეყანა არის დამშვიდებული და დღეს გვაქვს იმის პრაქტიკული შესაძლებლობა, რომ ყველა ზომა მივიღოთ მათ შორის კორუფციის წინააღმდეგ.
ვიღაცებმა რომ რაღაცები შეიძლება ვიცოდით, სწორედ ამის გამო გაკეთდა კონკრეტული განცხადებები 2023 წლის დეკემბრიდან და გარკვეული დრო დასჭირდა გადამჭრელი ზომების მიღებას.





