პარტიების აკრძალვა

პაპუაშვილი პარტიების აკრძალვაზე: ხიდები დაწვეს, დაეტოვებინათ პარლამენტში შესვლის შანსი

ამ პარტიებმა საკუთარი რადიკალიზმი და არაკონსტიტუციურობა ამითაც უფრო მეტად დაადასტურეს, რომ ეს ხიდებიც დაწვეს, რომ დაეტოვებინათ შესაძლებლობა შემოსულიყვნენ პარლამენტში.

თუ დატოვებდნენ ამ ხიდებს მერე შევხედავდით რა იქნებოდა, ყოველ შემთხვევაში, ეს არგუმენტი შეიძლება ისეთი მყარი არ ყოფილიყო, რაც შეეხება საბოტაჟს. თუმცა, ნაციონალური მოძრაობის, კოალიცია ცვლილებისთვის, ლელოს მიმართ გარდა საბოტაჟისა, არსებობს სხვა კონსტიტუციურ-სამართლებრივი პრეტენზიები და არგუმენტები. ასე რომ, შეიძლება, ამ ერთი არგუმენტისგან გათავისუფლებულიყვნენ, თუმცა, რას უზამს ენმ წამების სისტემას, რომელიც სტრასბურგის სასამართლომ პირდაპირ ამხილა და დაადასტურა. რას უზამენ ტელევიზიების მიტაცებას, ბიზნესების მიტაცებას - ამას ხომ ვერაფერს ვერ უზამენ.

თქვა ივანიშვილის წარმომადგენელმა, შალვა პაპუაშვილმა.

ქართული ოცნება საკონსტიტუციო სასამართლოს 3 პარტიის აკრძალვის მოთხოვნით მიმართავს. ეს პარტიებია ენმ, ახალი და ლელო.

ამის შესახებ ივანიშვილის პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა ბრიფინგზე განაცხადა. პაპუაშვილის თქმით, სატელიტ პარტიებთან ხახლის ძალასთან და ევროპელ სოციალისტებთან ერთად ამ სამი პარტიის აკრძალვის მოთხოვნით სარჩელი საკონსტიტუციო სასამართლოში შეაქვთ.

კომენტარები