ოპოზიციური პარტიების აკრძალვა

კობახიძე: გახარიას პარტიამ პარლამენტში შემოსვლით აკრძალვის სარჩელისგან გადაირჩინა თავი

რაც შეეხება გახარიას. მათ რომ საპარლამენტო მანდატებით სარგებლობაზე უარი ეთქვათ, ან თუნდაც, ის მდგომარეობა რომ შეენარჩუნებინათ, რაც მანამდე იყო, როდესაც თან იყვნენ შემოსული და თან არა, ამ შემთხვევაში ეს პარტია აუცილებლად იქნებოდა ამ [პარტიების აკრძალვის] სარჩელის შემადგენელი ნაწილი.

რეალურად, პარლამენტში შემოსვლით მათ თავი გადაირჩინეს, სამართლებრივად, ამ სარჩელში მოხვედრისგან. ეს იყო მათ მიერ გადადგმული ნაბიჯი. მთავარი საყრდენი მათ მიმართ ბრალდების საბოტაჟი იქნებოდა და ბოლო მომენტში მათ თქვეს უარი საბოტაჟზე. ამით ამ პროცედურაში მონაწილეობისგან გადაირჩინეს სამართლებრივად თავი.

თქვა ივანიშვილის პრემიერმინისტრმა, ირაკლი კობახიძემ იმედი LIVE-ის ეთერში.

კომენტარები