ბელგიის თავდაცვის მინისტრი ინტერვიუში აშშ-ს მიერ უკრაინისთვის Tomahawk-ის ფრთოსანი რაკეტების გადაცემის პერსპექტივაზე საუბრობს და ამბობს, რომ დასავლეთმა რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმირ პუტინის მუქარებს არ უნდა უსმინოს.
"გაკვეთილი იმაში მდგომარეობს, რომ [პუტინს] ჩვენი შეშინების საშუალება არ უნდა მივცეთ. თავდაპირველად, ჩვენ პუტინის რეაქციის შიშით, მხოლოდ უკრაინაში ბრძოლა გავბედეთ. ამან ომი მხოლოდ გაახანგრძილვა. მათ თავს უნდა დაესხა, რასაც ახლა ვაკეთებთ. პუტინისთვის ესეც წითელი ხაზი იყო, მაგრამ რა გააკეთა? არაფერი. მან იცის: თუ ბირთვულ იარაღს გამოვიყენებ, მოსკოვს რუკიდან გააქრობენ" – ამბობს ფრანკენი.
კითხვაზე, სჯერა თუ არა მას, რომ რუსეთმა შეიძლება ერთხელაც ბრიუსელზე არაბირთვული რაკეტებით იერიში მიიტანოს, ფრანკენი პასუხობს, რომ "არა, რადგან ის NATO-ს გულს დაარტყამს და შემდეგ მოსკოვი მიწასთან გასწორდება" – ამბობს თავდაცვის მინისტრი.





