პარტიების აკრძალვა

წინააღმდეგობა რუსული რეჟიმის მიმართ იქნება პრინციპული – ლელო პარტიების აკრძალვაზე

კოალიცია ლელო ძლეირი საქართველოს განცხადებით, მას შემდეგ, რაც ქართული ოცნება საკონსტიტუციო სასამართლოს ოპოზიციური პარტიების გაუქმების მოთხოვნით სარჩელით მიმართავს, მათი მხრიდან "წინააღმდეგობა რუსული რეჟიმის პირისპირ იქნება უკომპრომისო და პრინციპული, რადგან არ არსებობს სხვა გზა, რომელიც ჩვენ გამოგვიყვანს ამ პოლიტიკური კრიზისიდან".

"ანტიეროვნულმა და ანტიქართულმა ქართულმა ოცნებამ გადაწყვიტა, დემოკრატიას მიაყენოს გადამწყვეტი დარტყმა და აკრძალოს პროდასავლური ოპოზიციური პარტიები, მათ შორის, პოლიტიკური კოალიცია ლელო ძლიერი საქართველო, რომელმაც ამ წლების განმავლობაში გაატარა საქართველოს მოქალაქეების მთავარი და ძირითადი ინტერესი, რომ პოლიტიკაში დაბრუნდეს ქართველი ხალხის ხმა. ჩვენ ვაგრძელებთ ბრძოლას და წინააღმდეგობას. რუსულ რეჟიმს, რომელსაც აქვს დავალება, ამ ქვეყანაში გააქროს პროდასავლური სახალხო ოპოზიციური ხმა არის ისეთი გამოწვევა ჩვენთვის, რომელსაც აუცილებლად მოვუძებნით წინააღმდეგობის გზას. ჩვენ გუშინ შევიტანეთ კონსტიტუციური სარჩელი, რომელიც არის იმ მუხლების წინააღმდეგ, რომლებიც არის ანტიკონსტიტუციური.

მე ახლა ვდგავარ ჩვენს გუნდთან ერთად, მთელი საქართველოს მასშტაბით ლელოს და ძლიერი საქართველოს წარმომადგენლები ყველა მუნიციპალიტეტიდან, ჩვენ ვაცხადებთ, რომ წინააღმდეგობა რუსული რეჟიმის და ქართული ოცნების პირისპირ იქნება უკომპრომისო და იქნება პრინციპული, რადგან არ არსებობს სხვა გზა, რომელიც ჩვენ გამოგვიყვანს ამ პოლიტიკური კრიზისიდან. ქართულ ოცნებას, ივანიშვილს, მის პოლიტიკურ დამნაშავეებს მოუწევთ აუცილებლად პასუხისმგებლობის აღება იმაზე, რომ მათ მიიღეს ანტიდემოკრატიული, ანტიეროვნული, ანტიევროპული პოლიტიკური გადაწყვეტილებები და სამართლებრივი აქტები. ჩვენ დღეს აქ დგომით და მოქალაქეებთან საუბრით ვდებთ პირობას, რომ ეს ბრძოლა არ გაჩერდება მანამ, სანამ არ იქნება მიღწეული გამარჯვება, რასაც იმსახურებს საქართველოს მოქალაქეები, ქართველი ხალხი. ამ ბრძოლაში გამოვიყენებთ ყველა შესაძლებლობას, სტრატეგიული წინააღმდეგობის ხაზს, რომელიც მიგვიყვანს გამარჯვებამდე". - ნათქვამია პარტიის განცხადებაში.

ცნობისთვის, ქართული ოცნება საკონსტიტუციო სასამართლოს 3 პარტიის აკრძალვის მოთხოვნით მიმართავს. ეს პარტიებია ენმ, ახალი და ლელო.

ამის შესახებ ივანიშვილის პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა ბრიფინგზე განაცხადა. პაპუაშვილის თქმით, სატელიტ პარტიებთან ხახლის ძალასთან და ევროპელ სოციალისტებთან ერთად ამ სამი პარტიის აკრძალვის მოთხოვნით სარჩელი საკონსტიტუციო სასამართლოში შეაქვთ.

კომენტარები