სამ პარტიას ეხება სარჩელი, მაგრამ მიგითითეთ, რომ მათთან დაკავშირებულ პარტიებიც არიან, მაგრამ, ვინაიდან საერთაშორისოდ დამკვიდრებული კრიტერიუმია, რომ პარტია არამხოლოდ თავისი ქცევით უნდა არღვევდეს კონსტიტუციას, არამედ რეალურ საფრთხეს უნდა უქმნიდეს კონსტიტუციურ წყობილებას, ამიტომ ერთკაციან და არარელევანტურ პარტიებზე ამ ეტაპზე არ შეგვაქვს საჩივარი.
რაც შეეხება გახარია საქართველოსთვის პარტიას, ორ კრიტერიუმს ეფუძნება ჩვენი მოთხოვნები, არაკონსტიტუციურობის დასაბუთება და პარტიის რელევანტურობა. გახარიას პარტიის შემთხვევაში მთავარი სამართლებრივი ხაზი იქნებოდა არჩევნების საბოტაჟი, თუმცა, მათ, რადგან მანდატები შეინარჩუნეს და რამდენიმე დღის წინ განაცხადეს, რომ პარლამენტში საქმიანობას განაახლებდნენ და დღეს განაახლეს კიდევ, ამ მხრივ ამ არგუმენტიდანაც თავი გაითავისუფლეს.
პარტიების აკრძალვა
პაპუაშვილი აკრალვაზე: გახარიას პარტიამ პარლამენტში საქმიანობა განაახლა, თავი გაითავისუფლა





