საქართველოს უნივერსიტეტი

2008-ში დედაზე ქონების გაფორმებით იყო დაკავებული სააკაშვილი - პაპუაშვილი

დღეს, პროკურატურამ საქართველოს უნივერსიტეტის საქმეზე გამოძიება დაიწყო, ამ საკითხთან დაკავშირებით კომენტარი გააკეთა ივანიშვილის პარლამენტის თავჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა და აღნიშნა, რომ ამ ფაქტის შესახებ საზოგადოებამ იცოდა - "2008 წლის გაგანია ომისას, რომ საკუთარ დედაზე ქონების გადაფორმებით იყო დაკავებული მიხეილ სააკაშვილი, ეს რომ ვიცოდით იმიტომაც მოხდა 2012 წელს საარჩევნო ყუთებთან ხელისუფლების გაშვება"

პაპუაშვილმა გაიხსენა წულუკიანის კომისიაზე ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორის მისვლა და დასძინა, რომ დავით გურგენიძის მიცემული განმარტებები "სამართლებრივად მყარი განმარტებებია."

"ის, რაც მოვისმინეთ საპარლამენტო საგამოძიებო კომისიის ფარგლებში და ეს აისახა, მათ შორის, ჩვენს დასკვნაში და პარლამენტის რეზოლუციაში არის საკმაოდ დამაჯერებელი, რამდენად არის სამართლებრივად გამყარებული მტკიცებულებებით, ამას გაარკვევს პროკურატურა” - თქვა პაპუაშვილმა. 

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორი, დავით გურგენიძე საქართველოს უნივერსიტეტის დაყადაღებას და მის სტუ-ს მფლობელობაში დაბრუნებას ითხოვს.

გურგენიძემ აღნიშნული მოთხოვნით პროკურატურას 17 ოქტომბერს მიმართა.

გურგენიძის მტკიცებით, საქართველოს უნივერსიტეტის სივრცე "ისტორიულად საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტს ეკუთვნის". 

საქართველოს უნივერსიტეტის რექტორის, კონსტანტინე თოფურიას მტკიცებით, ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორის მოთხოვნას, რაც საქართველოს უნივერსიტეტის დაყადაღებას და მის სტუ-ს მფლობელობაში დაბრუნებას გულისხმობს, "სამართლებრივი პერსპექტივა არ აქვს".

თოფურია განმარტავს, რომ ქონება ეკონომიკის სამინისტროს ეკუთვნოდა და ის უნივერსიტეტს რამდენიმე მილიონად აქვს ნაყიდი.

კომენტარები