საქართველოს უნივერსიტეტი

სტუ-ს რექტორი "საქართველოს უნივერსიტეტის" დაყადაღებას და მფლობელობაში დაბრუნებას ითხოვს

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორი, დავით გურგენიძე საქართველოს უნივერსიტეტის დაყადაღებას და მის სტუ-ს მფლობელობაში დაბრუნებას ითხოვს.

გურგენიძემ აღნიშნული მოთხოვნით პროკურატურას დღეს, 17 ოქტომბერს მიმართა. 

გურგენიძის მტკიცებით, საქართველოს უნივერსიტეტის სივრცე "ისტორიულად საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტს ეკუთვნის". 

"არის ეჭვი იმის, რომ იქ, სავარაუდოდ, სისხლის სამართლის დანაშაულია - ამიტომ, ჩვემა უნივერსიტეტმა, პირადად მე, უნივერსიტეტის კანცლერმა და სხვადასხვა კოლეგიალურმა ორგანოებმა, აკადემიურმა-წარმომადგენლობითმა საბჭომ გადავწყვიტეთ, რომ მიგვემართა საქართველოს პროკურატურასთვის.

საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტს, არცერთი კაპიკი არ მიუღია, მან გადაიხდა თუ არა საქართველოს ბიუჯეტში, ეს უკვე გენერალური პროკურატურის მოკვლევის საგანია - ეს არის ისტორიულად საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ტერიტორია.

ჩვენ ვითხოვთ, რომ ეს ქონება იყოს აუცილებლად დაყადაღებული, ასევე ვითხოვთ, რომ აუცილებლად იყოს დაბრუნებული ტექნიკური უნივერსიტეტისთვის. 

ასევე ვთხოულობთ, რომ ის მიუღებელი მოგება, რომელიც უნივერსიტეტმა მრავალი წლის განმავლობაში, არ მიიღო, იყოს გამოკვლეული და დაუბრუნდეს უნივერსიტეტს, ახალგაზრდებს და პროფესორ-მასწავლებლებს" - თქვა საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორმა, დავით გურგენიძემ.  

კომენტარები