ქართული არასამთავრობო ორგანიზაციების ნაწილი ქართული ოცნების მიერ 16 ოქტომბერს დაჩაქარებული წესით მიღებულ პარტიების ამკრძალავ კანონს ეხმაურებიან.
ორგანიზაციების შეფასებით, როგორც კანონები, ისე მათ საფუძვეზე შექმნილი საკონსტიტუციო სარჩელი არაკონსტიტუციურია და მოქალაქეებს არჩევანის უფლებას ართამევს
"მიგვაჩნია, რომ აღნიშნული ცვლილებები არ შეესაბამება საქართველოს კონსტიტუციას და მიზნად ისახავს, ქართული ოცნების პოლიტიკური კონკურენტების პოლიტიკური პროცესებიდან ჩამოშორებას.
პოლიტიკური პარტიბის აკრძალვაზე მიღებული საკანონმდებლო ცვლილებები უკიდურესად საგანგაშოა, შემდგომ გარემოებათა გამო: კანონი არ განსაზღვრავს რაიმე კრიტერიუმს ან გარემოებას, რომლის საფუძველზეც შესაძლებელია მოქალაქე აკრძალულ პარტიასთან დაკავშირებულ პირად გამოცხადდეს და ჩამოერთვას მას პოლიტიკური უფლებები.
ქართული ოცნების განცხადებით, დაკავშირებული პირი, შეიძლება იყოს ნებისმიერი მოქალაქე, მიუხედავად იმისა, არსებობდა თუ არ არსებობდა პირსა და აკრძალულ პარტიას შორის რაიმე პოლიტიკურ-სამართლებრივი კავშირი.
ქართული ოცნება პარტიასა და პარტიასთან დაკავშირებულ პირებს, პოლიტიკურ საქმიანობას სამუდამოდ უკრძალავს. საკანონმდებლო ცვლილებების პაკეტი არ შეიცავს რაიმე ვადას, რომელის გასვლის შემდეგაც პირის მიმართ დაწესებული აკრძალვა უქმდება და რომლის გასვლის შემდეგაც პირს შეეძლება კვლავ ჩაერთოს პოლიტიკურ საქმიანობაში.
წარმდგენილი საკნონმდებლო ცვლილებები საქართველოს კონსტიტუციასთან არის შეუსაბამო, ვინაიდან საქართველოს კონსტიტუციის მე-60 მუხლი, ამომწურავად განსაზღვრავს საკონსტიტუციო სასამართლოს კომპეტენციას და ეს კომპეტენცია არ ითვალისწინებს საკონსტიტუციო სასამართლოს უფლებას, ფიზიკურ პირებს ჩამოართვას და აუკრძალოს პოლიტიკური საქმიანობა. შესაბამისად, აღნიშნული ცვლილებები არის კონსტიტუციასთან შეუსაბამო.
ასევე, გაუქმებული პარტიის ყოფილ წევრებს აეკრძალებათ ჩაერთონ პოლიტიკურ საქმიანობაში, შექმნან პარტია ან იყვნენ სხვა პარტიის წევრები. კანონი არ მიუთითებს უკვე აკრძალული პარტიის ყოფილ წევრთაგან სხვა პარტიაში ან პარტიულ სიაში რამდენი ადამიანის ყოფნაა საკმარისი იმისათვის, რომ ეს სხვა პარტიაც აიკრძალოს.
საკონსტიტუციო სასამართლოს ქართულმა ოცნებამ მისცა მხოლოდ 14 დღე, რომ იმსჯელოს პარტიის გაუქმებაზე და მოგეხსენებათ, 14 დღეში, ასეთ მოკლე ვადაში რაიმე სამართლიანი და დასაბუთებული გადაწყვეტილების მიღების მოლოდინი ნამდვილად არ უნდა არსებობდეს.
აკრძალული პარტიების ამომრჩევლები რჩებიან არჩევანის გარეშე, ამ არაკონსტიტუციური ცვლილების საფუძველზე საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ ქართული ოცნების სარჩელის დაკმაყოფილების შემთხვევაში, რეალური არჩევანის გარეშე დარჩება ასი ათასობით ადამიანი, რაც ნებისმიერ მომავალ არჩევნებს დაუკარგავს აზრს". - ნათქვამია ორგანიზაციების განცხადებაში.
მათივე შეფასებით, კანონში შეტანილი ცვლილებები ზღუდავს კონსტიტუციით გარანტირებულ პოლიტიკურ უფლებებს, საფრთხეს უქმნის საქართველოს კონსტიტუციით მოქალაქეთა მიერ გაცხადებულ დემოკრატიულ წეს-წყობილებას, ეწინააღმდეგება და აზრს უკარგავს კონსტიტუციის მე-3 მუხლით დადგენილ დემოკრატიულ მმართველობას, პოლიტიკურ პლურალიზმს, თანასწორობას და დისკრიმინაციის აკრძალავს:
"ამრიგად, აღნიშნული ცვლილებები მიზნად ისახავს თვითნებურად აუკრძალოს პოლიტიკური საქმიანობა პოლიტიკურ პარტიებს და პირთა განუსაზღვრელ წერს, ჩამოაშორონ ისინი პოლიტიკური პროცესებისაგან, მოახდინონ მათი აზრის აქტივობების კრიმინალიზება და ამით ჩაახშონ პოლიტიკური პროცესი. შესაბამისად, მოგვაჩნია, რომ აღნიშნული კანონების საფუძველზე დაწყებული დაკავა საკონსტიტუციოში არის არაკონსტიტუციური, უფლება შემზღუდველი და საერთაშორისო სტანდარტებთან შეუსაბამო"
ცნობისთვის, ივანიშვილის პრემიერმა, ირაკლი კობახიძემ 14 ოქტომბერს ოპოზიციური პარტიების აკრძალვასთან დაკავშირებულ საკონსტიტუციო სარჩელზე ისაუბრა, რომლის შეტანასაც ქართული ოცნება სასამართლოში, მისივე თქმით, უახლოეს მომავალში აპირებს.
ქართული ოცნების მომზადებული კანონპროექტის მიხედვით, "მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებების შესახებ" კანონის 36-ე მუხლს მე-2 პუნქტი დაემატება, რომლის მიხედვით საკონსტიტუციო სასამართლოს შეეძლება აკრძალოს პარტია, რომლის გაცხადებული მიზანი, საქმიანობის არსი და შემადგენლობა "არსებითად იმეორებს" სასამართლოს მიერ აკრძალული პარტიის გაცხადებულ მიზანს, საქმიანობის არსსა და პერსონალურ შემადგენლობას.
როგორც ივანიშვილის წარმომადგენელმა, არჩილ გორდულაძემ განაცხადა, საკანონმდებლო ცვლილებებით, თუ კონკრეტული პარტია იკრძალება, მის წევრებს და მასთან დაკავშირებულ პირებს არ ექნებათ შესაძლებლობა, ისარგებლონ პასიური საარჩევნო უფლებით, ანუ მათ აღარ შეეძლებათ იყვნენ არჩეულები, მაგალითად - საქართველოს პარლამენტსა და მუნიციპალიტეტებში. ამავდროულად, მათ შეეზღუდებათ კონსტიტუციაში დასახელებული ორგანოების ხელმძღვანელი თანამდებობების დაკავების უფლება, ვეღარ შეძლებენ, გახდნენ სხვა პარტიის წევრები. ასევე, ვერ გახდებიან სხვა პარტიების შემომწირველები.
მისივე თქმით, პარტიას, რომელიც ასეთ პირს თავის რიგებში გააწევრებს და შესაბამისად, საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილებას არ შეასრულებს, "სისხლის სამართლის კოდექსით“ გათვალისწინებული პასუხისმგებლობა დაეკისრება - ჯარიმა, ხოლო თუ კონკრეტული პარტიის მნიშვნელოვნად მეტი ადამიანი ახალ პარტიაში გაწევრიანების შემდეგ გადაწყვეტილების მიმღები იქნება, ამ შემთხვევაში, ამ კონკრეტული პარტიის აკრძალვა არის შესაძლებელი, როგორც ე.წ. მემკვიდრე პარტიის.





