რუსეთ-უკრაინის 2022-26 წლის ომი

უკრაინამ მოსკოვზე დრონებით იერიში მიიტანა

27 ოქტომბრის ღამეს უკრაინამ რუსეთის დედაქალაქზე უპილოტო საფრენი აპარატებით იერიში მიიტანა.

რუსეთის თავდაცვის სამინისტროს მტკიცებით, მოსკოვსა და მოსკოვის ოლქში ჩამოგდებულია 40 რუსული დრონი.

სოციალურ ქსელებში მოსკოველები წერენ, რომ ღამე ქალაქის სხვადასხვა ნაწილში აფეთქებების ხმა გაისმა. 

გარდა ამისა, ვრცელდება ფოტო და ვიდეო, რომელზეც მოსკოვის ერთ-ერთ რაიონიდან ამომავალი კვამლი ჩანს.

ასევე, უკრაინამ დრონებით იერიში მიიტანა რუსეთის სხვა რეგიონებზეც, მათ შორის ბრიანსკის, კურსკის, როსტოვის და სამარის ოლქებზე. 

რუსეთის თავდაცვის სამინისტროს მტკიცებით, საჰაერო თავდაცვის სისტემებმა 27 ოქტომბერს სულ 193 უკრაინული დრონი გაანადგურა.

კომენტარები