ყოფილი მაღალჩინოსნების საქმეები

ანდრია ლილუაშვილს აღკვეთის ღონისძიებად პატიმრობა შეეფარდა

ანდრია ლილუაშვილის დაკავება

სუს-ის ყოფილი ხელმძღვანელის, გრიგოლ ლილუაშვილის ნათესავს, ანდრია ლილუაშვილს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა. დღევანდელი სასამართლო სხდომა დახურულ რეჟიმში მიმდინარეობდა. 

საქმეზე წინასასამართლო სხდომა 16 დეკემბერს ჩაინიშნა.

ადვოკატის თქმით, ლილუაშვილი ბრალს არ აღიარებს და თვლის, რომ არანაირი დანაშაული არ ჩაუდენია.

პროკურატურა გრიგოლ ლილუაშვილის ნათესავს განსაკუთრებით დიდი ოდენობით უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციას ედავება. მუხლი 9-დან 12 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს.

კომენტარები