კრიმინალი

მამა-შვილის დაჭრის ფაქტზე შსს-მ ბათუმში 3 პირი დააკვა

შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, ორი პირის მიმართ ჩადენილი ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანებისა და მუქარის ბრალდებით  წარსულში  სხვადასხვა დანაშაულებისთვის ნასამართლევი სამი პირი: 1983  წელს დაბადებული ი.დ., 1983 წელს დაბადებული ო.ჯ.  და 1984 წელს დაბადებული ხ.ა. დააკავეს.  

დანაშაულები  13 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

“გამოძიებით დადგინდა რომ ბრალდებულის სახით დაკავებულმა  ი.დ. - მ  და ო.ჯ. - მ  მიმდინარე წლის 19 ოქტომბერს, ბათუმში, ურთიერთშელაპარაკებისას, მამა-შვილს: 1982 წელს დაბადებულ მ.ფ.-ს  და  2005 წელს დაბადებულ გ.ფ.- ს ცივი იარაღის გამოყენებით  სხეულის სხვადასხვა არეში  ჯანმრთელობის დაზიანებები  მიაყენეს. ხოლო ხ.ა. ამავე დაპირისპირებისას, დაზარალებულებს სიცოცხლის მოსპობით დაემუქრა.

დაშავებულები კლინიკაში გადაიყვანეს, სადაც შესაბამისი სამედიცინო დახმარება ჩაუტარდათ.

ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, პოლიციამ  დანაშაულში მონაწილე პირები ბრალდებულის სახით დააკავა”. - წერს შსს. 

გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე და 151-ე მუხლებით მიმდინარეობს.

კომენტარები