რუსეთის პრეზიდენტი, ვლადიმირ პუტინი იმუქრება, რომ თუ უკრაინა, ტომაჰავკის ტიპის ფრთოსანი რაკეტების მიღების შემთხვევაში, მათ რუსეთის ტერიტორიაზე გამოიყენებს, პასუხი "ძალიან ძლიერი" იქნება.
"ეს ესკალაციის მცდელობაა, მაგრამ თუ ასეთი იარაღით რუსეთის ტერიტორიაზე იერიშს მიიტანენ, პასუხი იქნება ძალიან ძლიერი, თუ არა გამაოგნებელი. დაე, ამაზე დაფიქრდნენ." - უპასუხა პუტინმა რუსი ჟურნალისტის შეკითხვას უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის სიტყვებთან დაკავშირებით.
აქამდე ზელენსკიმ ბრიუსელში, ევროკავშირის ლიდერების სამიტზე აღნიშნა, რომ ტომაჰავკის ტიპის ფრთოსანი რაკეტები მხოლოდ ამერიკას არ აქვს და ევროპულ ქვეყნებსაც შეუძლიათ დახმარება. მან დაამატა, რომ გარკვეულ ევროპულ ქვეყნებთან ამ საკითხზე მოლაპარაკებები მიმდინარეობს.
17 ოქტომბერს, როცა ზელენსკი აშშ-ს პრეზიდენტს, დონალდ ტრამპს, ვაშინგტონში შეხვდა, საუბრის ერთ-ერთი მთავარი თემა სწორედ ტომაჰავკების ტიპის რაკეტები იყო. შეხვედრის შემდეგ ტრამპი ტელეფონით ესაუბრა პუტინს, რომელმაც ამ შესაძლებლობაზე საკუთარი უკმაყოფილება გამოთქვა. ამერიკული მედიები წყაროებზე დაყრდნობით წერდნენ, რომ დახურული საუბრის დროს ტრამპმა ზელენსკის უთხრა, რომ უკრაინისთვის ტომაჰავკის შორი მანძილის რაკეტების გადაცემას ჯერჯერობით არ განიხილავს.
რა არის Tomahawk-ები და რატომ ითხოვს უკრაინა აშშ-სგან მათ მიღებას





