ეფექტიანი ფინანსური მართვა და კონტროლი ბიზნესის განვითარებისთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია. იმის გათვალისწინებით, რომ შიდა ბუღალტრის დაქირავება საკმაოდ დიდ ხარჯებთან არის დაკავშირებული, თანამედროვე კომპანიები უფრო მოქნილ და პრაქტიკულ ალტერნატივას - აუთსორსინგს ირჩევენ. ეს განსაკუთრებით კომფორტულია მცირე ბიზნესისთვის. ხარჯების შემცირებით ახალი პროექტების დასაფინანსებლად დამატებითი რესურსი თავისუფლდება.
თუ თქვენც ხართ დაინტერესებული ბუღალტრული მომსახურებით და თქვენი კომპანიისთვის სანდო პარტნიორს ეძებთ, აუცილებლად გაეცანით ლოიალტეს შემოთავაზებებს. კომპანია ამ მიმართულებით სერვისის მრავალფეროვნებას გთავაზობთ.
ვის შეუძლია ისარგებლოს ლოიალტეს მომსახურებით
ლოიალტეს მომსახურებით მთელი საქართველოს მასშტაბით შეგიძლიათ ისარგებლოთ და არა მხოლოდ საქართველოს - კომპანია უკვე დიდი ხანია გასცდა ქვეყნის ფარგლებს და საზღვარგარეთაც ოპერირებს.
Loialte-ს ბუღალტრული მომსახურება მორგებულია ინდივიდუალურ საჭიროებებს. სერვისით სარგებლობა შეუძლიათ:
- მცირე, საშუალო და მსხვილ ბიზნესებს
- სტარტაპებს
- საჯარო ორგანიზაციებს
- არასამთავრობო სექტორს
რა სერვისებს გთავაზობთ ლოიალტეს გუნდი
ლოიალტეს გუნდი, რომელიც გამოცდილი პროფესიონალი კადრებით არის დაკომპლექტებული, გთავაზობთ ბუღალტრული აღრიცხვის სრულ მომსახურებას, რაც მოიცავს ფინანსური ოპერაციების აღრიცხვას, ანგარიშგების მომზადებას, საგადასახადო ვალდებულებების გამოთვლასა და საგადასახადო ორგანოსთან ანგარიშგების წარდგენას კანონმდებლობის სრული დაცვით.
საჭიროების შემთხვევაში, ლოიალტე თქვენს კომპანიას ყველა ქვემოთ ჩამოთვლილი მომსახურებით უზრუნველყოფს:
- ბუღალტრული აღრიცხვის წარმოება
- პირველადი დოკუმენტების დამუშავება
- საბანკო ოპერაციების აღრიცხვა და კონტროლი
- დებიტორული და კრედიტორული ანგარიშების მართვა
- სასაქონლო-მატერიალური მარაგების აღრიცხვა
- ფიქსირებული აქტივების აღრიცხვა
- საგადასახადო და საპენსიო დეკლარაციების მომზადება და წარდგენა
- ფინანსური და საგადასახადო კონსულტაციები
სამუშაო პროცესი
საწყისი კონსულტაციის შემდეგ ლოიალტე სრულად აგროვებს ინფორმაციას თქვენი ბიზნესის საოპერაციო პროცესებზე, კომპანიის მიზნებსა და ფინანსურ აღრიცხვიანობასთან დაკავშირებულ გამოწვევებზე. მიღებული ინფორმაციის საფუძველზე, საჭიროებების გათვალისწინებით ყალიბდება თქვენს კომპანიაზე მორგებული ბუღალტრული მომსახურების სპეციალური პაკეტი. ამის შემდეგ თანამშრომლობა აქტიურ ფაზაში გადადის და წინასწარ შემუშავებული პოლიტიკის მიხედვით შესაბამისი პროცედურები მიმდინარეობს.
რა უპირატესობები აქვს ბუღალტრულ აუთსორსინგს
ლოიალტეს მთავარი უპირატესობა მაღაკვალიფიციური პროფესიონალებით დაკომპლექტებული, სანდო, მიზანდასახული და ორგანიზებული გუნდია. კომპანია იყენებს თანამედროვე ბუღალტრულ პროგრამებსა და ტექნოლოგიებს, რაც ამცირებს შეცდომების რისკს და უზრუნველყოფს მაქსიმალურ ეფექტიანობას. ლოიალტეს სერვისები საერთაშორისო სტანდარტებს ერგება. ამასთან, მუდმივი თანამშრომლის აყვანასთან შედარებით, Loialte-ს ბუღალტრული მომსახურება გაცილებით ეკონომიურია.
შეჯამება
ლოიალტე არის ყველაზე მსხვილი პროვაიდერი სააგენტო პროექტში - "აწარმოე საქართველოში”. ლოიალტეს ბუღალტრული მომსახურება დაზღვეულია სადაზღვევო კომპანია ალდაგის რამდენიმე მილიონიანი სადაზღვევო პოლისით, რაც იმას ნიშნავს, რომ თუ კლიენტ კომპანიას ლოიალტეს ბრალეულობით დაეკისრება ჯარიმა, თანხას სადაზღვევო კომპანია აანაზღაურებს. ეს დეტალები კლიენტს უსაფრთხოებისა და სანდოობის გარანტიას უქმნის. ბუღალტრული აუთსორსინგი სტრატეგიული გადაწყვეტილებაა, რომელიც ბიზნესს მოქნილობისა და განვითარების შესაძლებლობას აძლევს.





