საქართველო-გერმანია

ლაშხი ფიშერის კონსულტაციებისთვის გაწვევაზე: ალბათ, სახე შეუნარჩუნეს ბატონ პიტერს

ამ გაწვევით, ალბათ, ეს არის ერთ-ერთი ადეკვატური დიპლომატიური ქცევა, რომელსაც შესაძლოა, სხვადასხვანაირი გადათარგმნა მოჰყვეს, მაგრამ ამით ალბათ სახე შეუნარჩუნეს ბატონ პიტერს და ამასთან ერთად, მე იმედი მაქვს, რომ ამ საქციელის უკან დგას გერმანიის სურვილი, რომ საქართველოსა და გერმანიას შორის ურთიერთობები შენარჩუნდეს და იმედი მაქვს, რომ შემდეგი დიპლომატი ამ გამოცდილებიდან ისწავლის და ეცდება, რომ დაიცვას კონვენციის ეს მუხლები.

თქვა ივანიშვილის წარმომადგენელმა, მარიამ ლაშხმა.

ცნობისთვის, ოცნების თავდასხმების გამო გერმანიამ საქართველოდან ელჩი კონსულტაციებისთვის გაიწვია. ამის შესახებ გერმანიის საგარეო სამინისტრო განცხადებას სოციალურ ქსელში ავრცელებს.

კომენტარები