ყოფილი პრემიერმინისტრის, ირაკლი ღარიბაშვილის დაცვის წევრის ცნობით, ღარიბაშვილი თბილისში იმყოფება.
"არ არის დაჭერილი, თბილისში არის... ბატონი ირაკლი დაცულია, ძალიან კარგად არის". - უთხრა მან ჟურნალისტებს.
ცნობისთვის, ივანიშვილის გენერალური პროკურორის თქმით, სხვადასხვა სისხლის სამართლის საქმეებზე მიმდინარე გამოძიების ფარგლებში ირაკლი ღარიბაშვილის, გრიგოლ ლილუაშვილის და ოთარ ფარცხალაძის, ასევე მასთან დაკავშირებული სულ 8 პირის საცხოვრებელი და პირადი ჩხრეკები ჩატარდა.





