გამოცემა Kyiv Independent-ის ინფორმაციით, უკრაინის სამხედრო-საზღვაო ძალების სპიკერმა, დმიტრო პლეტენჩუკმა 17 ოქტომბერს განაცხადა, რომ რუსეთმა ოკუპირებული ყირიმის თავზე საკუთარი Su-30M-ის ტიპის ავიაგამანადგურებელი ჩამოაგდო, როდესაც საჰაერო თავდაცვის სისტემები უკრაინული დრონების განეიტრალებას ცდილობდნენ.
პლეტენჩუკის თქმით, გადაჭერილი რადიოკომუნიკაციები აჩვენებს, რომ ავიაგამანადგურებლის პილოტი ყირიმის ჩრდილო-დასავლეთ ნაწილში ფრენის დროს დაიღუპა მას შემდეგ, რაც თვითმფრინავის ორ ძრავას ცეცხლი გაუჩნდა.
"მტერმა, დიდი ალბათობით, საკუთარი მრავალფუნქციური გამანადგურებელი ჩამოაგდო, როცა საჰაერო თავდაცვის სისტემების გამოყენებით დრონებით იერიშის მოგერიებას ცდილობდნენ," განუცხადა პლეტენჩუკმა Kyiv Independent-ს.
ტელეგრამ არხ Крымский ветер-ის ცნობით, უკრაინამ დრონების მეშვეობით, როგორც ჩანს, იერიში მიიტანა ყირიმში მდებარე გვარდეისკოეს ავიაბაზასთან მდებარე დაწესებულებაზე.





