რუსეთ-უკრაინის 2022-26 წლის ომი

ინდურმა ნავთობკომპანიებმა აშშ-ს ExxonMobil-ისგან გაიანური ნავთობი იყიდეს

გამოცემა Reuters-ს სავაჭრო წყაროებმა განუცხადეს, რომ ინდურმა ნავთობკომპანიებმა ამერიკული ExxonMobil-ისგან გაიანური ნედლი ნავთობი იყიდეს, რომლის იმპორტი ინდოეთში 2025 წლის დასასრულს ან 2026 წლის დასაწყისისთვის არის მოსალოდნელი.

ინდოეთში სიმძლავრით უმსხვილესმა ნავთობგადამამუშავებელმა კომპანიამ Indian Oil Corp-მა 2 მილიონი ბარელის ნავთობი შეიძინა, ამავე რაოდენობის ნავთობი შეიძინა მეორე ნავთობკომპანიამ, Hindustan Petrolium Corp-მაც.

ცნობისთვის, 16 სექტმებერს, აშშ-ს პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ ინდოეთის პრემიერმინისტრმა, ნარენდრა მოდიმ დაარწმუნა, რომ ინდოეთი რუსეთისგან ნავთობს აღარ იყიდის. 

"არ ვიყავი ბედნიერი იმით, რომ ინდოეთი ნავთობს ყიდულობდა და [მოდიმ] დღეს დამარწმუნა, რომ ისინი რუსეთისგან ნავთობს აღარ შეისყიდიან. ეს დიდი ნაბიჯია. ახლა იგივეს გაკეთებას ჩინეთს ვაიძულებთ," განაცხადა ტრამპმა თეთრ სახლში. 

მან დაამატა, რომ ინდოეთი რუსეთისგან ნავთობის იმპორტს მხოლოდ ომის დასრულების შემდეგ დაუბრუნდება. ამასთან, აშშ-ს პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ ინდოეთის ეს ნაბიჯი უკრაინასა და რუსეთს შორის ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების დადებას შეუწყობს ხელს. 

კომენტარები