ქართული ოცნების პოლიტიკა

ტოხვაძე: სიმართლე ვერ გაუქმდება რეჟიმის ბრძანებით! ვერც თავისუფლება აიკრძალება მათი "კანონებით"

ყველამ ვიცით, რომ სიმართლე ვერ გაუქმდება რეჟიმის ბრძანებით! ვერც თავისუფლება აიკრძალება მათი "კანონებით", მაგრამ ჩვენმა “ბოლომდემ” რომ აჯობოს მტრისას, გვახსოვდეს: რუსქოცური რეჟიმის ბელადები მოქმედებენ მარტივი პრინციპით - “გაღმა შეედავე და გამოღმა შეგრჩება":

როცა მშვიდობიანი პროტესტი "კონსტიტუციური წყობის დამხობად“ შერაცხეს, ხოლო თავისუფლებისთვის ბრძოლა - დანაშაულად. როცა უცხო ძალის დაკვეთით და ხალხის ნების წინააღმდეგ ცვლიან ქვეყნის საგარეო კურსს, ხოლო პროტესტის მონაწილეებს - ხალხის მტრებად, უცხო ქვეყნის მართულ, "დახელფასებულ" მოპროტესტეებად გვნათლავენ.

როცა მოქალაქეებს ართმევენ შეკრებისა და მანიფესტაციის, გაერთიანებისა და პოლიტიკური მონაწილეობის უფლებას — და ამას აკეთებენ "კანონის სახელით“. ჩვენ კი ამ დროს პროტესტის ფორმებს ვუწუნებთ ერთმანეთს!

როცა 110-ზე მეტი პოლიტიკური ტყვე სტატისტიკად უნდათ გვიქციონ, რათა პროპაგანდამ მარტივად გააუფასუროს ამ ადამიანების ტკივილი - ოჯახებით, სახელებითა და ღირსებით მათ უკან. ჩვენ სიმტკიცეს გვართმევს ამის დაშვება. რეჟიმი გვასუსტებს მაშინ, როცა ერთმანეთს უსაგნოდ ვეკამათებით.

როცა გეგმის ნაცვლად ბრალს ვდებთ, როცა თავგანწირვა შეუნიშნავი გვრჩება — მაშინ იმარჯვებს ტირანია.როცა დიქტატურა კარზე გვიკაკუნებს და ზოგს ჰგონია, რომ ამღვრეულ წყალში თევზის დაჭერას მოახერხებს. არადა, იმ წყალში თავისუფალი საქართველო იხრჩობა.

წერია სტრატეგია აღმაშენებლის წევრის, ნანა ტოხვაძის განცხადებაში.

კომენტარები