სანქციები ივანიშვილის რეჟიმის წინააღმდეგ

ურიგო არ იქნებოდა UK-ის დაწესებულ შეზღუდვებზე სტრასბურგში შესულიყო საჩივარი – წულუკიანი

თეა წულუკიანი ლევილში

ივანიშვილსი დეპუტატის, თეა წულუკიანის განცხადებით, "ურიგო არ იქნებოდა" თუ საქართველოს მოქალაქეები, რომლებსაც დიდი ბრიტანეთის სანქციები აქვთ დაწესებულები, სარჩელს ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში შეიტანდნენ. 

"არ იქნებოდა ურიგო, როდესაც დიდი ბრიტანეთი ჩვენს მოქალაქეებს უწესებს რაღაცა ტიპის შეზღუდვებს, რომ ამ შეზღუდვებზე ამოვწუროთ ყველა შესაძლებლობა, როგორც ამას ითვალისწინებს ევროპული კონვენცია და ვინაიდან ეს ქვეყანა არის ევროპული კონვენციის ხელშემკვრელი მხარე, სტრასბურგის სასამართლოში შესულიყო საჩივარი. 

მგონია, რომ ამაზე ფიქრი დღესაც ღირს და არ არის გამორიცხული შედეგიანიც აღმოჩნდეს. იმიტომ, რომ აქ საუბარია საკუთრების უფლების შეზღუდვაზე, მაგალითად, თუ იქნებოდა საქართველოს ისეთი მოქალაქე, რომელსაც ისეთი შეზღუდვები დაუწესეს, რომ მან თავისი ბიზნესი ვეღარ განკარგა, აქ მაინცდამაინც პირველ რიგში არ ვგულისხმობ ბატონ ბიძინა ივანიშვილს. 

შეიძლება სხვა ბიზნესმენებმა ან არაბიზნესმენებმა, რომლებმაც გარკვეული შეზღუდვა დაუწესდა, გაიაროს ყველა პროცედრული ეტაპი, როგორც არის წესი და რიგი, მიმართოს სტრასბურგის სასამართლოს, რომ დაირღვა მისი საკუთრების უფლება, თავისუფალი მიმოსვლის უფლება" - ამბობს წულუკიანი გადაცემაში უცნობის კიდობანი.

ცნობისთვის, დიდი ბრიტანეთის მიერ სხვადასხვა დროს სანქცირებულები არიან: 

  • ვახტანგ გომელაური - შინაგან საქმეთა ყოფილი  მინისტრი
  • ალექსანდრე დარახველიძე - შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე
  • სულხან თამაზაშვილი - თბილისის პოლიციის დეპარტამენტის ყოფილი დირექტორი, აჭარის მთავრობის თავმჯდომარე
  • ზვიად ხარაზიშვილი ("ხარება") - გდდ-ს ყოფილი ხელმძღვანელი
  • მილერი ლაგაზაური - გდდ-ს ხელმძღვანელის ყოფილი მოადგილე
  • გიორგი გაბიტაშვილი - ყოფილი გენერალური პროკურორი
  • კოკა კაციტაძე - სპეციალური საგამოძიებო სამსახურის ყოფილი უფროსი 
  • მირზა კეზევაძე - გდდ-ს ხელმძღვანელის ყოფილი მოადგილე
  • შალვა ბედოიძე - შინაგან საქმეთა მინისტრის ყოფილი მოადგილე
  • ასევე ლევან ვასაძე და ოთარ ფარცხალაძე, რომლებიც გაერთიანებულმა სამეფომ უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის ომის მხარდაჭერის გამო, 19 სექტემბერს დაასანქცირა.

კომენტარები