საქართველო-ნატო

პაპუაშვილი: დიდი ხანია ყველაფერი ჩვენ შესრულებული გვაქვს, ბურთი არის ნატოს მხარეს

ჩვენი განზრახვები დიდი ხანია გაცხადებული არის. პრობლემა და ბურთი, უფრო სწორად, დღეს არის ნატოს მხარეს. თქვენ ხედავთ, რომ უკრაინამ ომები გადაიტანა, ომი გადაიტანა და ჯერ კიდევ შუა ომშია იმის გამო, რომ სურვილი ჰქონდა ნატოში წევრობის, სურვილი ჰქონდა სხვა გეოპოლიტიკური საკითხების მიმართ და გახსოვთ თქვენ, მათ შორის, განცხადებები პრეზიდენტ ზელენსკის, სანამ ომი დაიწყებოდა რამდენიმე დღით ადრე, რომ ის მზად იყო ნატოს წევრობაზე თუ სურვილებზე უარი ეთქვა და დღეს ვხედავთ, რომ ამ ომის და ყველაფრის მიუხედავად, პირდაპირ ცნობილია რაც არის პოზიცია ნატოსი, რომ უკრაინას არანაირი პერსპექტივა არ აქვს, რომ გახდეს ნატოს წევრი.

ჩვენ გვაინტერესებს ერთი რამე. ჩვენ გვაინტერესებს ჩვენი ქვეყნის უსაფრთხოება. ჩვენთვის მნიშვნელოვანი არის ნატოსთან თანამშრომლობა. ჩვენი განზრახვა და განაცხადი წევრობის შესახებ ცნობილია, 2008 წლიდან მოყოლებული ორპირ ქარში ვდგავართ და ველოდებით, ნატო რას გადაწყვეტს. ასე რომ, ბურთი არის ნატოს მხარეს და მათი გადასაწყვეტია ყველაფერი.

საქართველო ყოველთვის იყო კეთილსინდისიერი პარტნიორი ნატოსი, მათ შორის, არა მხოლოდ სიტყვით, არამედ საქმით. როდესაც ნატოს წევრები იმალებოდნენ, ზოგი შტაბში და ზოგი საკუთარი ქვეყნიდან არ დგამდა ფეხს, ქართველი ჯარისკაცები იბრძოდნენ ნატოელი ჯარისკაცების მხარდამხარ წინა ხაზზე და ვიყავით ნატოს ქვეყნებს შორისაც კი, აი, რომ აიღოთ მთლიანი მისია ავღანეთის, მესამე ქვეყანა ვიყავით სიდიდით ჩვენი კონტინგენტით. ასე რომ ესეც ხომ აჩვენებს, თუ რამხელა ენერგია და ძალისხმევა გვაქვს ჩვენ გაწეული საერთაშორისო მშვიდობისთვის და უსაფრთხოებისთვის, მათ შორის იმისთვის, რომ თავსებადობა დაგვემტკიცებინა ნატოს ორგანიზაციისთვის. ასე რომ, დიდი ხანია ყველაფერი ჩვენი მხრიდან შესრულებული გვაქვს.

 თქვა ივანიშილის წარმომადგენელმა, შალვა პაპუაშილმა.

კომენტარები