4 ოქტომბერი

მაჭავარიანი 4 ოქტომბერზე: ვინც ძალადობაში იდენტიფიცირებული იქნება, დაკავებები გაგრძელდება

როცა ადამიანები სახელმწიფოს დასამხობად გამოდიან და მათი საბაბი ის არის, რომ ჩელიაბინსკში ვიღვიძებთო და შესაბამისად, ახლა ბოლო ბრძოლაა დარჩენილი, რომ საქართველო გადავარჩინოთო - რა თქმა უნდა, ამას სარკაზმით ვსაუბრობ - და ამის შემდეგ, როდესაც ეს პირები სოციალური და ჯანმრთელობის მდგომარეობითა და სხვადასხვა პროფესიით აპელირებენ, ეს ყველაფერი სამარცხვინოა და "მიუთითებს", ისინი დემონსტრაციების დროს როგორი გულწრფელები არიან [...]

როგორც კი 4 ოქტომბრის აქცია დაანონსდა, ჩვენ მოქალაქეებს ვაფრთხილებდით, რომ ხელი არ წაუცდეთ და ამ რადიკალური დაჯგუფებების უბინძურეს გეგმებს არ აჰყოლოდნენ. იქიდან გამომდინარე, რომ ყველა იდენტიფიცირებული იქნებოდა და კანონის სრული სიმკაცრით აგებდნენ პასუხს. მოქალაქეების გარკვეულმა ნაწილმა დაგვიჯერა, ნაწილმა არა და მაინც იძალადა და სახელმწიფოს დამხობას შეეცადა. რა თქმა უნდა, ვინც კიდევ იქნება ძალადობაში იდენტიფიცირებული, მათი დაკავება გაგრძელდება. 

თქვა 4 ოქტომბრის აქციის საქმეზე ივანიშვილის დეპუტატმა, ლევან მაჭავარიანმა.

შსს-ს ცნობით, ამ დროისთვის, 4 ოქტომბრის აქციის საქმეზე ჯამში 46 ადამიანია დაკავებული.

კომენტარები