გერმანია

გერმანიის ქალაქ გისენის ბაზარში თავდამსხმელმა ხალხს ცეცხლი გაუხსნა, არიან დაჭრილები

IMAGO/5VISION.NEWS

ადგილობრივი გერმანული მედიის ინფორმაციით, 11 ოქტომბერს შეიარაღებულმა თავდამსხმელმა ქალაქ გისენის ბაზარში ხალხის მიმართულებით ცეცხლი გახსნა, რის შედეგადაც რამდენიმე ადამიანი დაიჭრა. 

ქალაქი გისენი ჰესენის მხარეში მდებარეობს. გერმანიის საზოგადოებრივი მაუწყებლის ცნობით, თავდამსხმელმა გაქცევა შეძლო და მას ამ დრომდე ეძებენ. 

ამასთან, Hessenschau-ს მიხედვით, პოლიციამ ბაზრის მოედანი გადაკეტა და საზოგადოებას საფრთხე აღარ ემუქრება. 

კომენტარები