ნარკოდანაშაული

ამოღებულია 1 120 აბი ფსიქოტროპული ნივთიერება "პრეგაბალინი" – შსს-მ ისრაელის მოქალაქე დააკავა

შსს

შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, განსაკუთრებით დიდი ოდენობით ფსიქოტროპული ნივთიერების უკანონო შეძენა-შენახვისა და საქართველოში შემოტანის ბრალდებით ისრაელის მოქალაქე, 2008 წელს დაბადებული ი.რ. ბათუმის საერთაშორისო აეროპორტში დააკავეს.

დანაშაული 12 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

"სამართალდამცველებმა ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებების, მათ შორის ბრალდებულის სამგზავრო ბარგის ჩხრეკის შედეგად, ნივთმტკიცებად ამოიღეს 1 120 აბი ფსიქოტროპული ნივთიერება "პრეგაბალინი" პოლიციამ ი.რ. ბრალდებულის სახით დააკავა". - წერს შსს.

გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 261-ე და 263-ე მუხლების მესამე ნაწილებით მიმდინარეობს.

კომენტარები