რუსეთ-უკრაინის 2022-26 წლის ომი

კალინაკის თქმით, სლოვაკეთი უკრაინას სამხედრო დახმარების მე-14 პაკეტით დაეხმარება

სლოვაკეთის პრემიერმინისტრის მოადგილე და თავდაცვის მინისტრი, რობერტ კალინაკი
Andrew Caballero-Reynolds/AFP via Getty Images

Interfax-Ukraine-ის ინფორმაციით, სლოვაკეთის პრემიერმინისტრის მოადგილემ და თავდაცვის მინისტრმა, რობერტ კალინაკმა კიევში გამართულ საერთაშორისო თავდაცვის ინდუსტრიის ფორუმზე განაცხადა, რომ სლოვაკეთი უკრაინას ახალი სამხედრო დახმარების პაკეტით დაეხმარება, რაც პირველი დახმარების პაკეტია მას შემდეგ, რაც რობერტ ფიცო ქვეყნის ხელისუფლებაში დაბრუნდა. 

კალინაკის თქმით, ძალზე მოხარულია, გამოაცხადოს, რომ უკრაინის თავდაცვის მინისტრ დენის შმიგალთან ერთად, ხელი მოეწერა მე-14 დახმარების პაკეტზე მემორანდუმს, რომლის ფარგლებშიც სლოვაკეთი უკრაინას საინჟინრო და განაღმვითი კუთხით დახმარებას გაუწევს. 

სლოვაკეთის თავდაცვის მინისტრმა ასევე აღნიშნა, რომ უკრაინულ მხარესთან შესაძლო პროექტებს განიხილავს სამომავლოდ კიევთან თავდაცვის სფეროში თანამშრომლობის გაფართოების მიზნით. 

მან ასევე დაამატა, რომ სლოვაკეთის პრემიერმინისტრ რობერტ ფიცოსა და უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის შორის შეხვედრის დროს მხარეებმა განსაზღვრეს, რომ თავდაცვის სფეროში თანამშრომლობა ერთ-ერთი მთავარი საკითხი იქნებოდა მომდევნო მთავრობათაშორის შეხვედრაზე განსახილველად. 

ამასთანავე, კალინაკმა აღნიშნა, რომ ზელენსკის განცხადება იმის შესახებ, რომ უკრაინას ყოველთვიურად 40 ერთეული Bohdan-ის ტიპის თვითმავალი ჰაუბიცას წარმოება შეუძლია, "გალაქტიკურ რიცხვს" წარმოადგენს. 

"გზა, რომლითაც უკრაინის ინდუსტრია უმჯობესდება, მართლაც შესანიშნავია," თქვა მან. 

კომენტარები