შეიძლება ნაკლებად კრეატიულები ვიყავით, შეიძლება ნაკლებად ორგანიზებულები, მაგრამ პირდაპირ გეუბნებით, რომ დიქტატურაში პროცესების დონორს ვერ იპოვით. თუ თქვენთან დონორი მოვიდა, იმას ნიშნავს, რომ თქვენ უნდა გაყიდოთ სამშობლო, სხვანაირად რესურსს არავინ დადებს, რომ უკეთ ორგანიზდეთ. ეს არის რჩევები მათთვის, ვინც გააგრძელებს ბრძოლას. ეს ბრძოლა აუცილებლად უნდა გაგრძელდეს. ეს ერი შეუძლებელია ვინმემ დაამარცხოს, გადატეხოს, შეიძლება დაგვთრგუნონ, დაგვპრესონ, მაგრამ არ დავმარცხდებით. ეს ამ ერმა აჩვენა ფანტასტიურად დღეს.
ორგანიზება უფრო რთულია, შეუძლებელიც, იმიტომ რომ სრული დიქტატურაა, არ დაელაპარაკოთ რესურსიან ხალხს, მაგაში დრო არ დაკარგოთ, ეძებეთ თქვენნაირი გულანთებული ხალხი, მეტი სარგებელი, თანადგომა და მეტი საიდუმლოს შენახვაც იქნება, ენდეთ მათ, ვის მიმართაც შინაგანი გრძნობა გაქვთ, რომ უნდა ენდოთ, თუ რაღაც გკარნახობთ, რომ არ უნდა ენდოთ, არ ენდოთ. არ დანებდეთ, იბრძოლეთ.
ჩვენ ვიყავით ალალი გულით, ჩემს პასუხისმგებლობას არავის გადავაკისრებ, ჩემი პირადი ჯანყი იყო, არ ვნანობ.





