თვითმმართველობა 2025

ცესკოს წინასწარი ინფორმაციით, კალაძემ ხმების 71.5% მიიღო, ხოლო კუპრაძემ - 12.46%

ცესკოს წინასწარი მონაცემებით, 4 ოქტომბრის არჩევნებში ქართული ოცნების თბილისის მერობის კანდიდატმა, კახა კალაძემ ხმების 71.5% მიიღო, ხოლო პარტიების, ლელოსა და გახარია საქართველოსთვის საერთო კანდიდატმა, ირაკლი კუპრაძემ - 12.46%.

ცესკოს წინასწარი შედეგებით, მესამე ადგილი გირჩის ლიდერმა, იაგო ხვიჩიამ დაიკავა ხმების 7.528%-ით, მის შემდეგ კი კონსერვატორების კანდიდატი, ზურაბ მახარაძეა, რომელმაც ხმების ხმების 4.121% მოიპოვა.

როგორც ცესკო აცხადებს, დათვლილია ხმების 97.945%. 

კომენტარები