კონკრეტულმა ადამიანებმა საზღვარგარეთიდან პირდაპირი მხარდაჭერაც კი გამოუცხადეს ამ ყველაფერს დაანონსებულ კონსტიტუციური წყობილების დამხობის მცდელობას. მათ შორის, გამოვიდა ევროკავშირის პრესსპიკერი, რომელმაც მხარდაჭერა გამოუცხადა ამას.
ამ ფონზე, რა თქმა უნდა, განსაკუთრებული პასუხისმგებლობა ეკისრება, იგივე ევროკავშირის ელჩს საქართველოში. გამოვიდეს, კეთილი ინებოს და მკაცრად დაგმოს ის ყველაფერი, რაც ხდება თბილისის ქუჩებში, ეს არის მისი პირდაპირი პასუხისმგებლობა. იმ ფონზე, როცა ჩვენ პირდაპირ ვისმენდით მხარდამჭერ განცხადებებს კონსტიტუციური წყობილების დამხობის მცდელობის მიმართ.





