4 ოქტომბერი

კობახიძე ათონელზე: თითოეული ადამიანი, რომელიც იყო ჩართული, მიეცემა პასუხისგებაში

ჩვენ გავაფრთხილეთ ეს ადამიანები, რომ მივიღებდით უმკაცრეს ზომებს, ეს მკაცრი ზომები იქნება მიღებული ქუჩაში, დღეს, რა თქმა უნდა, აღიკვეთება ძალადობის ნებისმიერი მცდელობა და მკაცრი ზომები იქნება მიღებული მომდევნო დღეების განმავლობაშიც. რაც ჩვენ ვიხილეთ ათონელის ქუჩაზე არის სისხლის სამართლის დანაშაული და თითოეული ადამიანი, რომელიც იყო ჩართული ამ ძალადობის აქტში მიეცემა პასუხისგებაში. ეს იყო ძალიან ცხადი და ღია დანაშაული.

ყველა მიმართულებით გვაქვს ძალიან მკაცრი გაფრთხილება. ერთი ქუჩაში მიიღებენ პასუხს ნებისმიერ ძალადობაზე და ამის შემდეგაც რა თქვა უნდა, კანონი იქნება მკაცრი მათ მიმართ. მე ვივარაუდე, რომ 30-ზე ბევრად მეტი უსინდისო მოძალადის დაჭერა მოგვიწევდა ამ ძალადობის ფონზე და ხედავთ, რომ რეალურად აქეთკენ წაიყვანეს პროცესები, დანარჩენი დაელოდონ პასუხს, პასუხი იქნება მკაცრი.

[...] ყველა პატარა სიურპრიზზე მიიღებენ დიდ სიურპრიზს, და მთავარი სიურპრიზი იქნება ის, რომ მთლიანად განეიტრალდება ეს პოლიტიკური ძალა.

[...] ერთ-ერთ დაშავებულ სამართალდამცავს აქვს ძალიან მძიმე მდგომარეობა, აქვს მოტეხილობა, ჰემატომა, ერთი რამ შემიძლია ვთქვა, რომ მგონი უნდა ილოცონ იმ ადამიანებმა, ვინც ასეთი რამ გააკეთეს, ძალიან მკაცრი იქნება სახელმწიფო იმ ადამიანების მიმართ, ვინც ასეთი რამ გააკეთეს, ძალიან მკაცრი იქნება, უმკაცრესი.

თქვა ირაკლი კობახიძემ.

კომენტარები