რუსეთ-უკრაინის 2022-26 წლის ომი

რუსეთმა სუმის ოლქზე იერიში მიიტანა, აფეთქდა სამგზავრო მატარებელი, არიან დაჭრილები

რუსეთის იერიშის შედეგად, სუმის ოლქში, ქალაქ შოსტკაში სამგზავრო მატარებელი აფეთქდა. ადგილობრივი ადმინისტრაციის ცნობით, არიან დაშავებულები. ზოგიერთ უკრაინულ მედიაში წერენ, რომ დაჭრილია 30-მდე ადამიანი.

"მტერმა დამიზნებით დაარტყა სამოქალაქო ინფრასტრუქტურას - სამგზავრო მატარებელს შოსტკა-კიევის მარშრუტზე." - ნათქვამია სუმის ოლქის სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელის განცხადებაში.

მატარებელს შოსტკა-კიევის მარშრუტი უნდა შეესრულებინა.

შემთხვევის ადგილზე მუშაობენ მაშველები, ექიმები და გადაუდებელ ვითარებათა სამსახურის თანამშრომლები.

კომენტარები