რუსეთ-უკრაინის 2022-26 წლის ომი

ხერსონის ე.წ. გუბერნატორის თქმით, ოლქის ე.წ. მაღალჩინოსანი დრონის იერიშის შედეგად მოკვდა

mipl.org.ua

ოკუპირებული ხერსონის თვითგამოცხადებული გუბერნატორის, ვლადიმირ სალდოს თქმით, რუსეთის მიერ ოკუპირებული ქალაქის, ნოვა-კახოვკას ე.წ. დეპუტატთა საბჭოს თვითგამოცხადებული თავმჯდომარე, ვლადიმირ ლეონტიევი უკრაინული დრონის თავდასხმის შედეგად მოკვდა. 

ამის შესახებ სალდომ საკუთარ Telegram-არხზე დაწერა. 

სალდომ 1 ოქტომბრის დილას დაწერა, რომ ლეონტიევმა დრონის თავდასხმის შედეგად დაზიანებები მიიღო და საავადმყოფოში მძიმე მდგომარეობაში იმყოფებოდა, შემდგომ კი განაცხადა, რომ თვითგამოცხადებული მაღალჩინოსანი საავადმყოფოში დაზიანებების შედეგად დაიღუპა. 

ე.წ. გუბერნატორმა აღნიშნა, რომ სალდო ოკუპირებული ხერსონის ოლქში რუსეთის მმართველი პარტიის, ერთიანი რუსეთის ერთ-ერთი პირველი მხარდამჭერი იყო. 

2022 წელს ლეონტიევი ოკუპირებული ნოვა-კახოვკას მარიონეტული ადმინისტრაციის ხელმძღვანელად დაინიშნა, რის გამოც მის წინააღმდეგ უკრაინის პროკურატურამ კოლაბორაციული საქმიანობის ბრალდებით საქმე აღძრა. 

ხოლო 2023 წლის მაისში ლეონტიევი აცხადებდა, რომ მისი მკვლელობა სცადეს.

კომენტარები