საქართველო-აშშ

კობახიძე: მოთმინებით ველოდებით [ტრამპისგან ზარს], სრული მზაობა გვაქვს

ეს არის ჩვენთვის ერთ-ერთი უმთავრესი პრიორიტეტი, რაზეც არაერთი საჯარო განცხადება გავაკეთეთ, პირადად მე მაქვს არაერთხელ საჯარო განცხადება გაკეთებული - ჩვენი სურვილია სუფთა ფურცლიდან და კონკრეტული გზამკვლევით განახლდეს სტრატეგიული პარტნიორობა ამერიკის შეერთებულ შტატებთან. ესაა ძალიან ღია გზავნილი, ველოდებით შემხვედრ ნაბიჯებს, იმედი გვაქვს, ეს შემხვედრი ნაბიჯებიც გადაიდგმება.

სწორია და ძალიან კარგია თუ ბატონმა პრეზიდენტმაც პირდადაც უთხრა ეს ყველაფერი, ბატონ ტრამპს.

[...]

ვერ ვიმკითხვებ, ყავაში ვერ ჩავიხედავ [როდის დარეკავს ტრამპი]. ჩვენ მოთმინებით ველოდებით [ტრამპისგან ზარს], ნებისმიერ დროს მზად ვართ, ჩვენი მხრიდან არის სრული მზაობა

თქვა ივანიშვილის წარმომადგენელმა, ირაკლი კობახიძემ მიხეილ ყაველაშვილის განცხადებაზე, რომ ტრამპს შეხვდა და უთხრა, რომ "დროა, ჩვენი ურთიერთობა ახალი ფურცლიდან დაიწყოს", რაზეც ტრამპი დაჰპირდა, რომ დაუკავშირდება.

კომენტარები