NATO-ს საბჭოს სხდომა

NATO რუსეთის მიერ ესტონეთის საჰაერო სივრცის დარღვევის ფაქტს 23 სექტემბერს განიხილავს

AP

23 სექტემბერს NATO-ს ჩრდილოატლანტიკური საბჭო რუსეთის მიერ ესტონეთის საჰაერო სივრცის დარღვევის განსახილველად შეიკრიბება. ამის შესახებ Reuters-ს NATO-ს ორმა ოფიციალურმა პირმა განუცხადა.

მანამდე ცნობილი იყო, რომ ჩრდილოატლანტიკური საბჭო ამ კვირაში შეიკრიბებოდა.

მანამდე, 19 სექტემბერს ტალინმა განაცხადა, რომ რუსულმა MiG-31-ს ტიპის თვითმფრინავებმა ესტონეთის საჰაერო სივრცე პარასკევს ნებართვის გარეშე დაარღვიეს და ჯამში 12 წუთის განმავლობაში დაფრინავდნენ, რასაც რუსეთის თავდაცვის მინისტრი უარყოფს. 

კომენტარები