შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვისა და რეალიზაციის ხელშეწყობის ბრალდებით 1984 წელს დაბადებული, წარსულში ნასამართლევი, ამჟამად პირობითი მსჯავრის ქვეშ მყოფი თ.შ. დააკავეს.
დანაშაული 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
"სამართალდამცველებმა დაკავებულის პირადი ჩხრეკისას, ასევე, თ.შ.-ს მიერ მითითებული ადგილებიდან 23 შეკვრად დაფასოებული ნარკოტიკული საშუალება "ალფა პვპ“ ნივთმტკიცებად ამოიღეს" - წერია შსს-ს განცხადებაში.
მათივე ცნობით, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მე-3 და 260-ე კვარტა მუხლის მე-6 ნაწილების "ა“ ქვეპუნქტებით მიმდინარეობს.





