ესტონეთი აცხადებს, რომ 19 სექტემბერს სამმა რუსულმა ავიაგამანადგურებელმა მისი საჰაერო სივრცე დაარღვია. გავრცელებული ინფორმაციით, ესტონეთმა ინციდენტის გამო რუსეთის საქმეთა რწმუნებული დაიბარა.
საგარეო საქმეთა სამინისტროს ცნობით, სამი MiG-31 ტიპის რუსული ავიაგამანადგურებელი ესტონეთის საჰაერო სივრცეში ფინეთის ყურიდან ნებართვის გარეშე შეიჭრა და ქვეყნის ცაში ჯამში 12 წუთის განმავლობაში იმყოფებოდნენ.
"რუსეთმა წელს უკვე ოთხჯერ დაარღვია ესტონეთის საჰაერო სივრცე, რაც თავისთავად მიუღებელია. მაგრამ დღევანდელი შემოჭრა, ჩვენს საჰაერო სივრცეში სამი ავიაგამანადგურებლის ჩართულობით, უპრეცედენტოდ თავხედურია," თქვა ესტონეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა ცაჰკნა.
"რუსეთი მზარდად ექსტენსიურად ცდის საზღვრებს და მზარდ აგრესიას უნდა ვუპასუხოთ პოლიტიკური და ეკონომიკური წნეხის სწრაფი გაძლიერებით." - დაამატა მან.
გამოცემა Politico-ს ინფორმაციით, ესტონეთის საჰაერო სივრცეში შეჭრის შემდეგ, რუსული ავიაგამანადგურებლები, რომლებსაც კინჟალის ტიპის ჰიპერბგერითი რაკეტების გადატანა შეუძლიათ, ქვეყნის დედაქალაქ ტალინისკენ გაემართნენ. გამოცემის წყაროების მიხედვით, MiG-31-ები დაახლოებით 12 წუთის განმავლობაში წრეზე დაფრინავდნენ, რის შემდეგაც მათ განსადევნად იტალიური F-35-ები ააფრინეს.





