იარაღის უკანონო შეძენა-შენახვა-ტარების ბრალდებით დაკავებულ ყოფილ ძიუდოისტსა და ქართული ოცნების ყოფილ დეპუტატს, ზურაბ ზვიადაურს მოსამართლე დავით კურტანიძემ აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა.
ზვიადაურის ადვოკატის მტკიცებით, რომ მას იარაღის ტარების უფლება ჰქონდა.
"მანქანით მიდიოდა, საპატრულო პოლიციამ გადამოწმების მიზნით გააჩერა და დააკავა [...] არანაირ პოლიტიკას და პოლიტიკურ მიზნებს არ უკავშირებს. გააჩერეს და იარაღი ამოიღეს, რომელიც ექსპერტიზაზე გაგზავნეს". - თქვა ადვოკატმა ჟურნალისტებთან საუბრისას.
ამ დროისთვის, ზვიადაური დუმილის უფლებას იყენებს.
"გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა მართლსაწინააღმდეგოდ შეიძინა 9X29მმ (.38 Special ) კალიბრის "WEBLEY SCOTT LTD" კონსტრუქციის №56577 რევოლვერი და მისთვის განკუთვნილი ექვსი ქარხნული წესით დამზადებულ, 9X29 კალიბრის ვაზნა, რომელსაც მართლსაწინააღმდეგოდ ინახავდა და ატარებდა". - ნათქვამია პროკურატურის განცხადებაში.
ბრალის დამტკიცების შემთხვევაში, ზვიადაურს 4-დან 7 წლამდე პატიმრობა ემუქრება.
ზურაბ ზვიადაური 16 სექტემბერს დააკავეს.





