კრიმინალი

შსს-მ განზრახ მკვლელობის მცდელობისთვის ინტერპოლით ძებნილი პირი დააკავა

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, განზრახ მკვლელობის მცდელობისთვის ძებნილი, 1992 წელს დაბადებული, წარსულში ნასამართლევი, დ.მ. დააკავეს.

"მსჯავრდებულმა, თბილისში, 2019 წლის 26 აპრილს, 1993 წელს დაბადებულ მ.თ.-ს. გულმკერდის არეში ცივი იარაღით დაზიანებები მიაყენა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა.

სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებით, დ.მ.-ს დაუსწრებლად შეეფარდა 8 წლით თავისუფლების აღკვეთა" - წერია შსს-ს განცხადხებაში.

უწყების ინფორმაციით, დ.მ. გადაყვანილია პენიტენციურ დაწესებულებაში.

კომენტარები