ნარკოდანაშაული

12 000-მდე აბი ექსტაზი, 520 აბი სუბოტექსი, კოკაინი – ნარკოდანაშაულისთვის 2 პირი დააკავეს

შინაგან საქემეთა სამინისტროს განცხადებით, გუშინ, 15 სექტემბერს, თბილისში ჩატარებული 2 საგამოძიებო მოქმედების შედეგად, განსაკუთრებით დიდი ოდენობით, სხვადასხვა სახის ნარკოტიკული საშუალებები ამოიღეს. ნარკოდანაშაულის ბრალდებით კი 2 პირი დაკავეს. ამის შესახებ თბილისის პოლიციის დეპარტამენტის დირექტორმა ვაჟა სირაძემ ბრიფინგზე განაცხადა. 

"სამართალდამცველებმა წარსულში მრავალჯერ ნასამართლევი 1959 წელს დაბადებული ჯ,გ. და 1979 წელს დაბადებული ლატვიის მოქალაქე ე.კ. ნარკოდანაშაულის ბრალდებებით დააკავეს.

მათი პირადი, ავტომობილებისა და დროებითი საცხოვრებელი სახლის ჩხრეკისას განსაკუთრებით დიდი ოდენობის ნარკოტიკული საშუალებები ნივთმტკიცებად ამოიღეს, მათ შორის, 12 000-მდე აბი ექსტაზი, 520 აბი სუბოტექსი, კოკაინი, მდმა და მარიხუანა". - განაცხადა სირაძემ.

მისი თქმით, ჩხრეკისას ასევე ნივთმტკიცებად ამოღებულია ნარკოტიკული საშუალების დაფასოებისთვის საჭირო მასალები, ელექტრო სასწორი, წებოვანი ლენტები და სავარაუდოდ, ნარკოტიკის უკანონო რეალიზაციის შედეგად მიღებული დიდი რაოდენობით თანხა.

გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლით მიმდინარეობს. ბრალის დამტკიცების შემთხვევაში დანაშაული 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

კომენტარები