წლების განმავლობაში ივანიშვილის რეჟიმი პირდაპირ თუ ირიბად აორგანიზებდა არაუბრალოდ სიმბოლურ პროტესტსა და დაზიანებას ოპონენტების ბანერების თუ ოფისების გარე სახის, არამედ ძალადობრივ თავდასხმებს და ამისთვის არავინ არ ისჯებოდა, უამრავი მასალაა ამის თაობაზე, ჰა ჰა, ადმინისტრაციულად დაესაჯათ ვინმე და ეს იყო სტანდარტი.
მედი დიასამიძის შემთხევით, ეს ყველაფერი, რახან მათ წინააღმდეგ არის მიმართული, აიყვანეს სისხლის სამართლებრივ დევნაში და ახლა ელენე ხოშტარიაზეც იგივეს აკეთებენ. ეს არის კიდევ ერთი უტიფარი მაგალითი ორმაგი სტანდარტის ამ არალეგიტიმური, ანტიკონსტიტუციური რეჟიმის მხრიდან.





