გერმანიის ელჩი საქართველოში X-ზე წერს, რომ საქართველოში არსებული მიუღებელი ვითარება გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრთან, იოჰან ვადეფულთან განიხილა.
ელჩის თქმით, მინისტრმა მას საქართველოში გერმანიის სახელით კომუნიკაციის ცხადად, პატიოსნად და მტკიცედ გაგრძელება სთხოვა.
"საქართველოში არსებული მიუღებელი ვითარება საგარეო საქმეთა მინისტრ იოჰან ვადეფულთან ერთად განვიხილე. მან მთხოვა, რომ გერმანიის სახელით კომუნიკაცია ცხადად, პატიოსნად და მტკიცედ გამეგრძელებინა" - წერს ფიშერი X-ზე და ვადეფულთან ერთად გადაღებულ სურათს აქვეყნებს.





