შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვისა და უკანონო რეალიზაციის ხელშეწყობის ბრალდებით, 1999 წელს დაბადებული პირი, უკრაინის რესპუბლიკის მოქალაქე ე.ბ. დააკავეს.
დანაშაული 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
"სამართალდამცველებმა, ბრალდებულის მიერ, ზუგდიდის მუნიციპალიტეტში, ერთ-ერთ ლოკაციაზე სარეალიზაციოდ განთავსებული განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალება მეთადონი-ს შემცველი გრანულები და ფხვიერი მასა ნივთმტკიცებად ამოიღეს." - ნათქვამია უწყების განცხადებაში.
გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მე-3 ნაწილითა და 260-ე კვარტა მუხლის მე-6 ნაწილით მიმდინარეობს.





