ნარკოდანაშაული

კანაფის უკანონო დათესვა-მოყვანის ბრალდებით, შსს-მ 1 პირი დააკავა

Cannabis plant. File pic

კანაფის უკანონო დათესვა-მოყვანის ბრალდებით, შინაგან საქმეთა სამინისტრომ 1992 წელს დაბადებული, წარსულში სხვადასხვა დანაშაულისთვის ნასამართლევი ნ.შ. დააკავა.

როგორც შსს-ს განცხადებაშია აღნიშნული, ნარკოდანაშაულის ბრალდებით დაკავებული ნ.შ.-ს საცხოვრებელი სახლის ჩხრეკისას,მცენარის კულტივირებისთვის მოწყობილი სპეციალური სათბურიდან, განსაკუთრებით დიდი ოდენობით 25 ძირი მცენარე "კანაფი" ნივთმტკიცებად ამოიღეს.

გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 265-ე პრიმა მუხლის მე-3 ნაწილით მიმდინარეობს.

დანაშაული 12 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

კომენტარები