ევროკომისიამ Google-ის სარეკლამო ტექნოლოგიათა ბაზარზე ევროკავშირის კონკურენციის წესების დარღვევისთვის 2.95 მილიარდი ევროს ჯარიმა დაუწესა. შესაბამის განცხადებას ევროკომისიის პრესსამსახური ავრცელებს.
როგორც განცხადებაშია აღნიშნული, ევროკომისიის გამოძიების შედეგად დადგინდა, რომ Google-მა უპირატესობა მიანიჭა საკუთარ სარეკლამო სერვისებს "სარეკლამო ტექნოლოგიების მიმწოდებელი კონკურენტების, რეკლამის განმთავსებლებისა და ონლაინ გამომცემლების საზიანოდ".
ევროკომისია აღნიშნავს, რომ Google-ის ასეთი საქმიანობა გრძელდებოდა, სულ მცირე, 2014 წლიდან გრძელდებოდა.
კომპანიას 60 დღე აქვს, რათა ევროკომისიას მოახსენოს იმ ღონისძიებების შესახებ, რომლებსაც საკუთარი ინტერესების დასაცავად გაატარებს.





