თვითონ სახელები და გვარები გეუბნებათ ყველაფერს, როგორ შეიძლება, ამ ორი ადამიანის [ლევან ხაბეიშვილი და პაატა ბურჭულაძე] საუბარი ჩვენ სერიოზულად აღვიქვათ, თუმცა, კიდევ ერთხელ, ესეც აჩვენებს რადიკალური ოპოზიციის სახეს - ისინი მთელი ამ წლების განმავლობაში საუბრობენ დამხობაზე, რევოლუციაზე, მერე რა, რომ არ გამოდით, ეს ყველაფერი მეტყველებს მათ სახეზე, მათ სულისკვეთებაზე, მათ დამოკიდებულებაზე, ასე მოქმედებენ უცხოელი აგენტები.
ბუნებრივია, სახელმწიფო დგას თავის ადგილზე და არავის მისცემს არც მშვიდობიანი, არც არამშვიდობიანი დამხობის საშუალებას.
როგორც ჩვენ ვპირდებოდით საზოგადოებას მთელი ამ წლების მანძილზე, რომ ამის საშუალებას არავის არ მიცვემდით და ვასრულებდით ამ პირობას, ასევე ვპირდებით ახლაც და ამ პირობასაც აუცილებლად შევასრულებთ.





