5 სექტემბერს უკრაინამ ნავთობის ორ რუსულ საწარმოზე უპილოტო საფრენი აპარატებით იერიში მიიტანა.
უკრაინელების პირველი სამიზნე რიაზანში მდებარე ნავთობის გადამამუშავებელი ქარხანა გახდა. რიაზანის ნავთობის ქარხანა რუსეთში სიდიდით ოთხეულში შედის.
გარდა ამისა, უპილოტო სისტემების ძალებმა დრონებით იერიში მიიტანეს ოკუპირებულ ლუგანსკში მდებარე ნავთობის ბაზაზე.





