მსურველთა კოალიციის წევრები, რომლებშიც უკრაინის მხარდამჭერი ევროპული ქვეყნების ლიდერები შედიან, 4 სექტემბერს საფრანგეთის დედაქალაქში შეხვდებიან.
კოალიცია კვლავ უკრაინის დახმარებისა და ომის შეწყვეტის საკითხებზე იმსჯელებს.
შეხვედრის თავმჯდომარეები საფრანგეთის პრეზიდენტი ემანუელ მაკრონი და გაერთიანებული სამეფოს პრემიერმინისტრი კირ სტარმერი იქნებიან.
მედიის ინფორმაციით შეხვედრას უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკიც დაესწრება.
მონაწილეთა ნაწილი შეხვედრას ონლაინ რეჟიმში დაესწრება.





