ნარკოდანაშაული

შსს: ამოღებულია ალფა პვპ, მეთადონი, მარიხუანა - ნარკოდანაშაულისთვის 4 პირი დააკავეს

ნარკოდანაშაულის ბრალდებით თბილისში კიდევ 4 პირი დააკვეს. ინფორმაციას შინაგან საქმეთა სამინისტრო ავრცელებს

უწყების ცნობით, დიდი და განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალებების უკანონო შეძენა-შენახვის, უკანონო რეალიზაციის ხელშეწყობისა და ნარკოტიკული საშუალების ექიმის დანიშნულების გარეშე უკანონო მოხმარების ფაქტებზე დაკავებულები არიან: 1996 წელს დაბადებული ს.ა., 1988 წელს დაბადებული ნ.ვ., წარსულში ნასამართლევები: 1993 წელს დაბადებული ი.ე. და 1989 წელს დაბადებული ვ. კ.

"სამართალდამცველებმა დაკავებულების პირადი და საცხოვრებელი ბინების ჩხრეკისას, ნივთმტკიცებად ამოიღეს სარეალიზაციოდ გამზადებული დიდი და განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალებები, მათ შორის ალფა პვპ, მეთადონი და გამომშრალი მარიხუანა"  - წერს შსს.

დანაშაულები 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლით, 260-ე კვარტა მუხლითა და 273-ე მუხლით მიმდინარეობს.

კომენტარები