სოციალურ ქსელში 30 აგვისტოს ლვოვში უკრაინის უმაღლესი რადას წევრისა და ყოფილი თავმჯდომარის ანდრი პარუბის მკვლელობის კადრები ვრცელდება.
პოლიციის ინფორმაციით, სროლა ლვოვის ერთ-ერთ რაიონში მოხდა და მიღებული ჭრილობების შედეგად პარუბი ადგილზე გარდაიცვალა.
უკრაინული მედია წერს, რომ ანდრი პარუბის 7 ჯერ ესროლეს. გამოცემა Kyiv Post იუწყება, რომ მას 5 ტყვია მოხვდა.
უკრაინის გენერალური პროკურორის ოფისის განცხადებით, ლვოვში ოპერაცია "სირენა" მიმდინარეობს, რომლის მიზანიც, დამნაშავის პოვნაა.
შეთხვევას უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი სოციალურ ქსელში გამოეხმაურა:
"ჩემი თანაგრძნობა მის ოჯახსა და ახლობლებს. გამოძიებაში და მკვლელის ძებნაში ყველა საჭირო ძალა და რესურსია ჩართული".




