რუსეთ-უკრაინის 2022-26 წლის ომი

უკრაინამ კრასნოდარსა და სამარაში ნავთობგადამამუშავებელ ქარხნებზე იერიში მიიტანა

30 აგვისტოს დილას უკრაინამ უპილოტო საფრენი აპარატებით რუსეთში, კრასნოდარისა და სამარას ოლქებში მდებარე ნავთობის გადამამუშავებელ ქარხანაზე იერიში მიიტანა. ორივე ქარხანაში დარტყმების შედეგად ადგილზე ხანძარი გაჩნდა.

უკრაინის გენშტაბის ინფორმაციით, სამარას ოლქში მდებარე ქარხანა ყოველწლიურად 8.5 მილიონ ტონა საწვავს აწარმოებდა, ხოლო კრასნოდარის ქარხანა 3 მილიონს.

"თავდაცვის ძალები იღებენ ზომებს, რათა შეასუსტონ რუსი მკვლელების შემტევი პოტენციალი და აიძულონ რუსეთის ფედერაციას შეწყვიტოს უკრაინის წინააღმდეგ შეიარაღებული აგრესია" - ნათქვამია უკრაინის გენშტაბის განცხადებაში.

კომენტარები